შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რევაზ მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.
1973–1974წწ. იყო თბილისის სასწრაფო დახმარების მე–2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1976წწ. N227559–ე სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1978–1991წწ. მოსკოვის, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ორგანოთა გადანერგვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "შეხორცებითი დაავადება, როგორც პათოლოგიის სახე"(მოსკოვი, 1986). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის ჟანგბადის ვალი ხელოვნური გულის მუშაობის და კარდიოქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1978 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეხორცებითი დაავადებებისადმი მიდრეკილების დიაგნოსტიკა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |