შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამაზ მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.
1970–1971წწ. მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანში"; 1971–1977წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. . 1997-2004 – საქართველოში გაეროს ოფისის ექიმი-კონსულტანტი. 2005-2009 – სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე . 2007 წლიდან-დღემდე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი. ოჯახის ექიმთა რესპირატორული სისტემის გაიდლაინების სწავლების პროექტის მონაწილე საქართველოში. 2016 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 51 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (რომლებიც ძირითადად ეძღვნება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს), მათ შორის რესპირაციის საკითხებში 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორი; სპირომეტრიის, ფქოდ-ის, ბრონქიალური ასთმის და თამბაქოსთვის თავის დანებების პროგრამის კოორდინატორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -"მიოკარდიუმის შეკუმშვადი ფუნქცია, ცენტრალური და პერიფერიული ჰერმოდინამიკა სხვადასხვა კლასის B–ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |