შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლია მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს.
1947 წელს მუშაობდა მოსკოვში, მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგად; 1948 წელს მოსკოვში რკინიგზის სამინისტროს გაერთიანებული პოლიკლინიკის ბიოქიმიკოსად; 1949–1955წწ. იყო თბილისის 26 კომისრის რაიონის სანეპიდსადგურის ექიმი–ბაქტერიოლოგი; 1955–1988წწ. ექიმი–ვირუსოლოგი, ვირუსოლოგიური ლაბორატორიის გამგე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის თანამშრომელი; 1988 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ვირუსოლოგი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა სადისერტაციო თემებისა და შრომების შესრულებას. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრისექიმი–ვირუსოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოფლუორესცენციის მეთოდის გამოყენება მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებათა ექსპრესდიაგნოსტიკის მიზნით", დაიცვა 1975 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |