The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ მახათაძე

დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში 1964–1967 წლებში. დაამთავრა კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.

1970–1971წწ. მუშაობად ქალაქ ჟიტომირში(უკრაინა) ქირურგად; 1971–1976წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1987 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიას, ხელოვნურ დამხმარე სისხლმიმოქცევას, თორაკალური ქირურგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "დამხმარე სისხლმიმოქცევის აპარატები და მეთოდები"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1989); გამოგონებები: "დამხმარე სისხლმიმოქცევის მოწყობილობა", "ხელოვნური სისხლმიმოქცევის ტუმბო", 1981. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის შიდა მასაჟი მწვავე უკმარისობისა და გაჩერების დროს", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დამხმარე სისხლმიმოქცევის სხვადასხვა მეთოდების შედარებითი შეფასება, ეფექტურობა გულის მუშაობის კრიტიკული მდგომარეობის დროს", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი