შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.
1960–1964წწ. იყო ჩოხატაურის და თბილისის ბავშვთა და მოზარდთა სტაციონარების ქირურგი, ზიგადი ქირურგიის ასპირანტი, დოქტორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი(1964 წლიდან), 1976–1981 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომისა აბდომინალური ქირურგიის, ქალა–ტვინის ტრამვის პათოფიზიოლოგიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადისერტაციო ნაშრომები. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1970 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური ფუნქციის დარღვევისა და მათი კომპენსაციის გამოკვლევა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1992 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |