The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ირაკლი მგალობლიშვილი

Date of birth:31 January, 1915  (111 years)
Date of death:19??
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის (სანქტპეტერბურგი) I სამე­დიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკუ­ლ­ტი 1937 წელს. ინსტიტუტის დამთავრების თანავე განაწილებით იწყებს მუშაობას ქირუ­რ­გად ქ. ჯეზყაზღანში (ყაზახეთი); 1940 წელს ი. მგალობლიშვილს იწვევენ წითელი არმიის რიგებში, ლენინგრადის სამხედრო ოლქში, მუშაობდა ქირურგად ქ. ვოლოგდის სამხედრო ჰოსპიტალში; 1941-1945 წწ. ომის პერიოდში გაიარა გზა ასეულის ქირურგიდან უკრაინის II ფრონტის მეშვიდე გვარდიული არმიის ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსის თანამდებობამდე; 1945 წელს, არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობას იწყებს ლე­ნი­ნგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ორდინატორად, სადაც ამუშავებდა კლინიკურ-მორფოლოგიურ თემას ძვლის სიმსივნეების შესახებ; 1951 წელს კვლავ იწვევენ არმიის რიგებში კადრის ოფიცრად, ჯერ ქ. ჩი­ტა­ში, შემდეგ კი - ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის უფროს მასწავლებლად ზო­გა­­დი ქირურგიის კათედრაზე; აკადემიაში მუშაობის პერიოდში პირ­ვე­ლად საბჭოთა კავშირში დაამუშავა მსხვილი ნაწლავიდან ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის ოპე­რაციის მეთოდოლოგია; 1961 წელს ხელოვნური საყლაპავი მილის შექმნის თემაზე მუშაობის დასრულების შემდეგ იცავს სადოქტორო დისერტაციას დისერტაციის დაც­ვისთა­ნავე ინიშნება ლენინგრადის სამხედრო ოლქის მთავარ ქირუ­რ­გად; 1965 წელს, ორმოცდაათი წლის ასაკში, ი. მგალობლიშვილი გადადის თადარიგში - სამედი­ცი­­ნო სამსახურის პოლკოვნიკის რანგში. ამავე წელს მას ირჩევენ ჩრდილოეთ ოსეთის სამედი­ცი­ნო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ; 1969 წელს მიენიჭა პროფე­სო­რის წოდება; 1971 წელს სამუშაოდ გადმოდის საქართველოში, რესპუბლიკის მთავა­რი ქირურგის რანგში; ამ თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობასთან ერთად ორი წელი მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურ­გიის კათედრის, შემდეგი სამი წლის პერიოდში კი - ჰოსპიტალური ქირურგიის კათედ­რის პრო­ფე­სორად; 1976-1979 წწ. განაგებდა მის მიერ დაფუძნებულ თბილისის სამედი­ცი­ნო ინსტი­ტუტის ონკოლოგიის კათედრას; 1980-1985 წწ. პროფესორი ი. მგალობლიშვილი მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტი­ტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ დაავადებათა I კათედრის გამგედ; სიცოსხლის ბოლომდე, ეწეოდა დიდ საკო­­ნ­­სულტაციო და პრაქტიკულ მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმა­რთ­ველოს და ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, მათ შორის: Создание искусственного пищевода из толстой кишки путем одномоментной операции («Вестник хирургии», 1956, №4, стр.119), О реезекции пищевода по поводу рака с предворительной антиторакальной пластикой («Вестник хирургии», 1957, №8, стр.112), Новый способ цекостомии («Вестник хирургии», 1959, №4, стр.135), Толстая кишка как пластический материал в хирургии пищевода («Вестник хирургии», 1960, №7, стр.156). მიღებული აქვს ოთხი საბრძოლო მედალი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1969).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის სიმსივნეების დიაგ­ნოზი და მკურნალობა" ("Диа­г­ностика и лечение опухолей костей"), დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  თემაზე - "ხელოვნური საყლაპავის შექმნა მსხვი­ლი ნაწლავიდან" ("Создание искусственного пищевода из толстой кишки"), დაიცვა 1961 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.526; მიხეილ მგალობლიშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა / თამაზ ლობჟანიძე ; გურამ მგალობლიშვილი.-თბ.,2020.-გვ.46


Member of Organizations

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადეობის, თავმჯდომარე
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • სკკპ, წევრი (1942-)

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკლავის ორდენი (2 ორდენი)