The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარადა მდივანი

დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1957–1960წწ. იყო ა/კ რკინიგზის პოლიკლინიკა - საავადმყოფოს გაერთიანებაში პედიატრი; 1960 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციურ–დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას. მისი ბიოგრაფია შეტანილია საქართველოს ექიმების სამედიცინო ცნობარში(1998). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა რაქიტის, ალერგიული დიათეზისა და მათი თანაარსებობისას ჩვილი ასაკის ბავშვებში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი