The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ავთანდილ მეგრელაძე

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1974 წელს იყო ოზურგეთის რაიონის საავადმყოფოს სანიტარი, 1979–1981წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექთანი; 1981–1984წწ. IV მთავარი სამმართველოს და I საავადმყოფო–პოლიკლინიკის ქირურგი; 1984–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი, 1988–1996წწ. ასისტენტი, 1996 წლიდან I საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის დირექტორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენციების ზოგიერთი მაჩვენებელი პერიტონიტების დროს სხვადასხვა ასაკის ორგანიზმებში და მკურნალობა პლაფერონის გამოყენებით".

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ.9
    ტელეფონი:2 77 15 47