The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ირაკლი მეგრელაძე

ირაკლი მეგრელაძე
Date of birth:27 July, 1938  (86 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1963წწ. მუშაობდა ბორჯომში ექიმ–ორდინატორად; 1963–1966წწ. იყო თბილისის ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1977წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1977–1991წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1991–1992წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი. 1993 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის თერაპია–კარდიოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატი დისერტაციის თემა - "თალამუსის არასპეციფიკური ბირთვების როლი მცირე ეპილეფსიისათვის დამახასიათებელი ეეგ ცვლილებების ფორმირებაში".

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Contacts Information

  • Business
    ამტელ ჰოსპიტალი
    Address:თბილისი, წინანდალის ქ. 9 - 3
    Phone:+995 32 2 748773