The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ამირან მეიფარიანი

ამირან მეიფარიანი
Date of birth:27 March, 1925
Date of death:February, 2014  (at 88 years)
Category:Bacteriologist, Hygienist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1950წწ. იყო რუსთავის ჯანმრთელობის განყოფილების ექიმი–ინსპექტორი; 1951–1953წწ. ბათუმის სამხედრო 11321 ნაწილის უფროსი; 1953–1957წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1957–1962წწ. ამავე ინსტიტუტის ბაქტერიოფაგის განყოფილების გამგე; 1962–1976წწ. ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1976–1988წწ. წარმოების დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988–1990წწ. გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1990 წლიდან ბაქტერიოფაგის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის და 4 გამოგონების, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალი ტიტრის ბაქტერიოფაგების ექსპერიმენტალური მიღება და დიზენტერიული კონცენტრირებული ფაგოლიზატების იმუნოგენობის შესწავლა", დაიცვა 1963 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიის და მუცლის ტიფის მშრალი ბაქტერიოფაგების წარმოებისა და გამოყენების თანამედროვე პრინციპები", დაიცვა 1971 წელს.

Member of Organizations

  • მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი–აკადემიკოსი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა კავშირის ასოციაცია, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography