შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო–სამედიცინო ფაკულტეტი 1952 წელს.
1952–1958წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ექიმი; 1958–1964წწ. თბილისის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო №1 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965–1976წწ. აფხაზეთის ფილტვის ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, 1976–1997წწ. თბილისის აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თორაკალაური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 89 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ეხება ფილტვის ტუბერკულოზსა და ჩირქოვანი პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 5 საკანდიდატო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ–კონსულტანტი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ეკონომიური რეზექციის უახლოესი და შორეული შედეგები ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1964 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილტვის რეზექცია გავრცელებული ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1971 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |