შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დმანისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.
1974–1978წწ. იყო ახმეტის რაიონის რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს ქირურგი, მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1978–1990წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, კლინიკის მთავარი ექიმი, არის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის აბდომინური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭის კიბოს, რეტროპერიტონული ორგანოსგარეშე სიმსივნეების მკურნალობას. ონკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს კომბინირებული მკურნალობა წინასაოპერაციო თერმორადიოთერაპიით', დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |