The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ინა მესტიაშვილი

ინა მესტიაშვილი
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს.

1960–1962წწ. იყო რუსთავისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებათა კლინიკურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ექიმი–ლაბორანტი; 1962–1963წწ. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1965–1983 წწ. ჰემატოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 154 სამეცნიერო ნაშრომისა მემკვიდრეობითი და შეძენილი ანემიების დიაგნოსტიკის, პათოგენეზის, ეპიდემიოლოგიის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია. არის 4 საავტორო მოწმობის მფლობელი თალასემიისა და მიკროსფეროციტოზის დიაგნოსტიკაში (1973, 1986, 1997, 1991). ჰემატოლოგიისა და ლაბორატორიული საქმის სხვა დარგებში დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო ოთხთვიანი კურსების ხელმძღვანელი. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რაციონალიზატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოგლობინოპათიების საკითხებისათვის საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალასემიის ჰეტეროგენულობა და გენოგეოგრაფიის კანონზომიერებანი საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით", დაიცვა 1981 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პავლოვსკის სახელობის მედალი