შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ელეონორა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1948 წელს, მარქსიზმ–ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი 1952 წელს, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ექიმ–პარაზიტოლოგის სპეციალობით 1959 წელს.
1948–1949წწ. მუშაობდა დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1952–1960წწ. რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოში; 1960–1966წწ. პედიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1966 წლიდან აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჰემატოლოგიურ ლაბორატორიაში ექიმად, სამხარეო პათოლოგიის შემსწავლელ ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1995 წლიდან ჰემატოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ლეიკემოიდურ რეაქციებს, სხვადასხვა სახის ჰემოდოზურ ანემიებს, ბავშვთა ასაკის რევმატიზმებს, რაქიტს, სისხლში მიკროელემენტებს, მათ როლს, სხვადასხვა სახის დეფიციტურ ანემიებს საქართველოს მოსახლეობაში. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოლიზური ანემიების კლინიკო–ჰემატოლოგიური დახასიათება ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1966 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |