The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველი
Date of birth:15 February, 1966  (59 years)
Category:Anatomist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1989–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1993-1994წწ. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1997წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგე; 1996 წელს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; ამავე წელს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, მიწვეული პროფესორი; 1996-1997წწ. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი, მიწვეული პროფესორი; 1998-1999 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იაპონიის ტექ. დახმარების პროექტის კოორდინატორი; 1998-2006წწ. ანატომიის კათედრის დოცენტი; 2001-2002წწ. OXFAM -ის პროექტის მენეჯერი; 2002-2004 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; თბილისის საკრებულოს წევრი; 2008-2010წწ. რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2011-2012წწ. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის. გავლილი აქვს საერთაშორისო სამეცნიერო პედაგოგიური სტაჟირება აშშ–ში, ინგლისში, იაპონიაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ–ნეონის ლაზერის სხივის ზემოქმედება გულის კუნთზე და მაგისტრალურ არტერიებზე", დაიცვა 1993 წელს.

Member of Organizations

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, გენერალური მდივანი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია, პრეზიდენტი (2001-2004)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს საზ. ჯანდაცვის კომისია, წევრი (1998-2001)

Awards and Honors

  • 1997 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი

Bibliography