The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ქეთევან მინდაძე

Date of birth:15 September, 1958  (66 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს; ინტერნატურა და ასპირანტურა შინაგან  სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე.

1986-2003წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის რითმის მოშლის და ინფარქტის განყოფილების  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2019წწ. ო. ღუდუშაურის ესც კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2019 წლიდან  "კარდიოკლინიკა" -  კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2020 წლიდან კლინიკა "რეიმანი" -  კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2020 წლიდან კლინიკა "ციტო" - კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  ინსტიტიტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პედაგოგი შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში; დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი -  პედაგოგი კარდიოლოგიაში. გავლილი აქვს სტაჟირება უცხოეთში: არაინვაზიური და ინტერვენციული ექოკარდიოგრაფია ფოკუსირებული სარქვლოვან პათოლოგიაზე ( TTE/TOE    2D/3D); პარიზის ლარიბუაზიეს, სენტ-ანტუანის, პომპიდუს-ჰოსპიტალი (2001,2002,2005,2006,2008,2011,2013,2015);  მიღებული აქვს ლიცენზირება  კარდიოლოგიაში, ექოკარდიოგრაფიაში, რადიოლოგიაში ( 2002); ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების აკრედიტაცია ექოკარდიოგრაფიაში (2015); არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონკურსის გამარჯვებული, საკონკურსო თემა: "წინაგულთა ფიბრილაციის მართვა ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიით" (2000). კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა  -  "გულის რითმის ვეგეტატიური რეგულაცია ტრავმული შოკის დროს", დაიცვა 1985 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, პროფესიული წევრი
  • კარდიოვასკულური გამოსახულების ევროპული ასოციაცია, ვერცხლის წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის ექოკარდიოგრაფიის სამუშაო ჯგუფი, წევრი