The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე მინდორაშვილი

ალექსანდრე მინდორაშვილი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1970წწ. იყო სოხუმის სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1979–1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამრეწველო მიკროკლიმატის ლაბორატორიის გამგე, სოფლის ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ინსტიტუტის დირაქტორის მოადგილე; 1993 წლიდან საქ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1976–1979წწ. არჩეული იყო საქართველოს ჰიგიენისტთა და სანიტარულ ექიმთა აფხაზეთის განყოფილების სწავლულ მდივნად. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აქართველოს ჰიგიენისტთა და სანიტარულ ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პროფილაქტიკურ მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, პრეზიდენტი