The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ოთარ მირიანაშვილი

Date of birth:26 November, 1932  (92 years)
Category:Urologist, Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1963–1965წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1957–1960წწ. იყო საექიმო უბნის გამგე; 1960–1963წწ. სიღნაღის საავადმყოფოს ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1965–1967წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი, 1967–1979 წლებში უროლოგიური განყოფილების ორდინატორი, 1979 წლიდან ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიისა და უროლოგიის აქტიურ პრობლემებს. ატარებს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში. ქირურგი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინიგზის საექიმო–სანიტარული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საზარდულის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა და შორეული შედეგები", დაიცვა 1972 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს ქირურგიისა და უროლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი