The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეთერ მიქაძე

დაბადების თარიღი:25 მაისი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1954წწ. იყო ზესტაფონი–ჭიათურის სამედიცინო გაერთიანების ლიხის სპეცლაბორატორიის გამგე; 1954–1971წწ. თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ორდინატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ზოგადი სპეციალიზაციის კათედრის ასისტენტი. არის 33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი კლინიკო–ბიოლოგიური მაჩვენებლები და იმუნოლოგიური ზვრები გულის იშემიური დაავადებების სხვადასხვა ფორმების დროს", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი