Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
შალვა მოსეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1956 წელს.
1956–1958წწ. იყო ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთის საექიმო პუნქტის გამგე; 1958–1960წწ. წყალთბილას სასოფლო საავადმყოფოს გამგე; 1960–1962წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი თერაპიის სპეციალობით; 1962–1972წწ. ვალეს სანიტარული ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1973–1974წწ. სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი, 1974–1978წწ. რაიონის პოლიკლინიკის გამგე; 1979–1984წწ. რაიონისა და ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 25–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კუჭ–ნაწლავთა, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებებს, მედიცინის ისტორიასა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებს. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "მესხური სული", "კიდევაც დაიზრდებიან"(თბილისი, 1991), "ხმა მესხეთიდან"(ახალციხე, 1997). რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი აქვს 100–ზე მეტი პუბლიკაცია "ექიმის საუბრები".
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციულ მოქმედებაზე ნაწლავთა რეცეპტორების გაღიზიანების გავლენის შესახებ", დაიცვა 1971 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |