Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ქეთევან მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.
1981–1983წწ. იყო მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის კლინიკური მიზნობრივი ორდინატურის კლინიკური ორდინატორი, 1984–1987 წლებში ასპირანტი კარდიოლოგიის სპეციალობით, 1988 წლიდან იყო ამავე ცენტრის ბავშვთა თანდაყოლილ მანკთა განყოფილებაში უმცროსი, 1991 წლიდან უფროსი, 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა გულის თანდაყოლილი მანკების, ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკის, გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის თერაპიული მკურნალობის ასპექტებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. კარდიოლოგი(ბავშვთა), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციიის თემა - "ერთპარკუჭიანი გულის ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1989 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |