Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ჯონდო მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.
1931–1932წწ. იყო სოფელ ფოცხოს საექიმო პუნქტის გამგე; 1932 წელს ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის შტატგარეშე ორდინატორი; 1932–1934წწ. სოფელ შუა ხორგის საექიმო პუნქტის გამგე; 1934–1941წწ. ლენინგრადის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1941–1987წწ. ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1987 წლიდან იყო ამავე განყოფილების კონსულტანტი. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვა პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 18 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის ლიმფური სადინარები და მათი მნიშვნელობა კლინიკისათვის", დაიცვა 1945 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |