შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ირაკლი ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1974–1977წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Тромбогеморрагический синдром"("საბჭოთა საქართველო", 1988), "Синдром Мачабели в онкологии"("განათლება", 1998), სახელმძღვანელო – "ზოგადი ონკოლოგია"(1996), "Sos Brokerinternational". ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება, 6 მეთოდური რეკომენდაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ჟურნალ "საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1984 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლაზისური სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალური ოპერაციების დროს ონკოლოგიურ ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |