The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა ციციაშვილი

შალვა ციციაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2001  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1949წწ. მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის ს. კორსაკოვის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში;  1949-1952წწ. - რსფრ-ს ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის ცენტრალური ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953-1959წწ. - მოსკოვის ვ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომისა შიზოფრენიის პრობლემებზე. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიის მარტივი ფორმის კლინიკა, დინამიკა და სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასება"; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა გამოქვეყნებული მონოგრაფიის - "Шизоаффективные психозы экзогенно манифестированные во взрослом возрасте" - საფუძველზე (1999).

ბიბლიოგრაფია