The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ნანეიშვილი

გიორგი ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

იყო ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი; ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. არის ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობანი პარანოიდული შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აფექტური აშლილობანი შიზოფრენიის დროს", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიატრთა ევროპული უნივერსიტეტის გამგეობა, წევრი (1996-)
  • ფსიქიატრთა საზოგადოება "ჟენევის ინიციატივა", წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია