| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნატალია ნებიერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი ბიოქიმიის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ენზიმოლოგიის უფროსი ლაბორანტი; 1978-1992წწ. პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბიოქიმიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2005წწ. ამავე ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განყოფილების ბიოქიმიკოსი, ექიმი-ლაბორანტი (2005 წლიდან დღემდე); მიენიჭა ექიმი-ლაბორანტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია (1992); არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი კვლევები ეხება ონკოლოგიური პაციენტების ჰორმონალური სისტემის, ესტროგენ-რეცეპტორების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების კვლევას. ბიოქიმიკოსი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ლაბორანტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2007). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზი - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი - სასქესო ჯირკვლების სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ლიმფოგრანულომატოზიანი ავადმყოფების სხივური (კომპლექსური) წამალმკურნალობისას", დაიცვა 1991 წელს (ქ. ლენინგრადი, რენტგენო-რადიოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

