The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ ნიკოლაევა

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1921  (104 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1943წწ. იყო თბილისის კალინინის რაიონის სახ. რაიონული ჯანგანის ექიმი-ლაბორანტი; 1943-1945წწ. მე-18 მოქმედი სადესანტო არმიის სსეპ-4 гонэпу-ს ექიმი-ორდინატორი; 1946 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა. 1980 წელს დოცენტ დათეშიძესთან ერთად გამოაქვეყნა სტუდენტთა დამოუკიდებელი პრაქტიკულ მუშაობისათვის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო ფიზიოლოგიაში. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი,დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციული მოქმედების მექანიზმის შესახებ  მედიკამენტური ძილის დროს", დაიცვა 1960 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1976 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1949 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1944 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"