The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ნინუა

ნინო ნინუა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1970წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორი; 1970–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1993–1995წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1994 წლიდან - კათედრის გამგე და პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო და ორი მეთოდური რეკომენდაცია. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები თავის ტვინის იშემიური ინსულტის კლინიკისა და პათოგენეზის საკითხისათვის", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის რეოლოგიური მაჩვენებლები თავის ტვინის იშემიური დაავადებების კლინიკასა და პათოგენეზში", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • მედიკო–სოციალური აკადემია, წევრი
  • ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, მდივანი

ბიბლიოგრაფია