| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ეთერ ნიქაბაძე-ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს. 1950–1952წწ. იყო ზესტაფონის სამშობიარო სახლის მიკროპედიატრი; 1952–1962წწ. სანქტ–პეტერბურგის პედიატრიის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1962–1980წწ. თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის; 1975 წლიდან ხაშურის რაიონის ბავშვთა ჯანდაცვის კურატორია. მის მიერ შედგენილია გულის სარქველის პროლაფსის ერთიანი პირველი კოდირებული კლასიფიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე (Georgian Medical News, 1996, N21). ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვთა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილის მიკროფლორა და მისი გადანაწილების მნიშვნელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიაში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

