The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან ლაშხი

ქეთევან ლაშხი
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.

1983–1990წწ. იყო ნ. კახიანის სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგი; 1991–1996წწ. მუშაობდა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი) კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში. 1991, 1995, 1997, 2010 წლებში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალიზაციის განხრით გაიარა სტაჟირება ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებას. მისი სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები ეძღვნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპული რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2010 - გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია )

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    "თოდუას კლინიკა"
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის 13
    ტელეფონი:032 257 57 57