| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო ოკრიბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1986წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1988წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1988–1992წწ. - ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1993წწ. - უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993–1995წწ. - სწავლული მდივანი; 1995-2010 წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო დირექტორი); 2004 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004 -2007წწ - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. - სსიპ "ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“, უფროსის მრჩეველი და პროგრამის კონსულტანტი; 2011-2015წწ. - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, შპს "უნიმედ-კახეთი”, ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2019 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ბიოლოგიური, სოციალური ფსიქიატრიისა და მოსაზღვრე მდგომარეობათა პრობლემებს. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა პლაზმის ბიოლოგიური თვისებები და სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული თავისებურებანი მკურნალობამდე და ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკო-ფენომენოლოგიური თავისებურებანი იძულებით ადგილნაცვალ პირებში", დაიცვა 1999 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

