| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნათელა ოკუჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1988წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილრბის ინტერნი; 1989-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991-1992წწ. - კათედრის ასისტენტ-სტაჟიორი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ეპილეპტოლოგიის პრობლემებზე საერთაშორისო და ეროვნულ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები; თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან ეპილეფსიის ცენტრებთან; რეგულარულად მონაწილეობს მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; 1998 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის II ხარისხის სტიპენდიანტი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ელექტროფიზიოლოგიურ გამოვლინებათა და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებები პუბერტაციულ პერიოდში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა და მოზარდთა ეპილეფსია: კლინიკური, ელექტროენცეფალოგრაფიული და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 2002 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

