| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
დუგლას ომიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1958 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1967წწ. იყო ქ. ჩიმკენტის(ყაზახეთი) მეექვსე სამედიცინო გაერთიანების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, პარალელურად ატარებდა ლექცია-პრაქტიკულებს ქირურგიაში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1967-1970წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1970 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ტრამვატოლოგიის, ორთოპედიის და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრაზე ასისტენტად. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის და 6 გამოგონების ავტორი. ტრამვატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორუნდული კერამიკის გამოყენების შესაძლებლობანი ძვალსახსროვან ქირურგიაში", დაიცავა 1962 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

