The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ირინე ონიანი

Date of birth:15 January, 1935  (91 years)
Category:Ophthalmologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961-1972წწ. გ. ტარსაიძის სახელობის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1988 წლიდან დოცენტი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაუკომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლის მიმოქცევის შესწავლა რეოგრაფიული მეთოდით ჰიპერტონული დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ბადურის თრომბოჰემორაგიული დაავადებების დროს კარდიოდინამიკასა და ცერებრალური სისხლის მომოქცევასთან კომპლექსში". 

Member of Organizations

  • თბილისის ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"