| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
სერგო ორჯონიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. მიღებული აქვს სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სრული კურსი კარდიოლოგიას და კარდიოგრაფიაში რუსეთში, მოსკოვის სამეცნიერო კარდიოლოგიურ ცენტრში. სასწავლებლის დასრულებისთანავე გაანაწილეს გარდაბნის რაიონის ჯანპუნქტის ექიმად. პარალელურად თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში, რის შემდეგაც ამავე კათედრის ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა. ამავდროულად მუშაობდა, როგორც ინტენსიური თერაპიის ექიმი. იყო ულტრაბგერითი გამოკვლევების ერთ-ერთი პიონერი, ხელმძღვანელობდა ახლად ჩამოყალიბებულ ფუნქციურდიაგნოსტიკურ განყოფილებას. იყო თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 2016 წლიდან არის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის კარდიოლოგი. სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის-კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიერსიტეტის კარდიოლოგიის კურსის პედაგოგი. ამტელ-ჰოსპიტალის-ფუნქციური დიაგნოსტიკისა და ამბულატორიული სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შ.პ.ს "კარდიოლოგიური კლინიკა"-დირექტორის მოადგილე. ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრის-ექიმი კარდიოლოგი. მე-4 მთავრი სამმართველოს პოლიკლინიკის ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტის-ექიმი. ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის კარდიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2017 წელს აირჩიეს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად. "Diagnostic Ultrasound"- სარედაქციო საბჭოს წევრი. საქართველოს ექოკარდიოგრაფიული სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. ჟურნალი "კარდიოლოგია და მედიცინა" სარედაცქიო საბჭოს წევრი. სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ფორუმების, ეროვნული სამეცნიერო ფორუმების, ეროვნული სამეცნიერო კონფერენციების და სხადახსვა საერთაშორისო კლინიკური კვლევების მონაწილე. 82 სამცნიერო ნაშრომის ავტორი. გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ზურიკელა, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (დათო, 1965). ექიმი-კარდიოლოგი. საქართველოს სახალხო არტისტის მანანა აბაზაძის მეუღლე. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

