| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
თამარ ოქროპირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. 1981-1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პრეპარატორი; 1988-1989წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი; 1989-1994წწ. თბილისის №3 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1994-1995წწ. თბილისის №9 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი; 1995-1997წწ. სდასუს სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი; 1997-2002წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009წწ. თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი, 2010-2017წწ. ამავე პროგრამის დირექტორი; 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების მოწვეული პროფესორი; მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; არის აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი სათაურით "ოსტეოპლასტიური მასალების გამოყენება პაროდონტოლოგიაში"; 91 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათგან - 4 სახელმძღვანელო, 2 პატენტი, 3 საავტორო უფლება, რომელთაგან ერთი არის სასწავლო კომპიუტერული პროგრამა სტუდენტებისათვის თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეფერირებად ჟურნალებში დაბეჭდილია 42 სამეცნიერო ნაშრომი; 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და 9 საკანდიდატო დისერტაციის ოპონირება, ექსპერტიზა, რეცენზირება. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიოდონტიტების მკურნალობა ლაზერის სხივების გამოყენებით", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტეოგენეზის მასტიმულირებელი საშუალებებისა და პლაზმური თერაპიის გამოყენება პერიოდონტიტებისა და პაროდონტიტის კომპლექსურ მკურნალობაში და მათი თერაპიული ეფექტების მორფოფუნქციური კორელაცია", დაიცვა 2004 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

