| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ამბროსი პერტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1992 წელს. 1992-1993წწ. იყო უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1993 წელს - ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი; 1993-1995წწ. - უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1995 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება შარდის ბუშტის ინვაზიური კიბოს მკურნალობის საკითხებს. უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლაპარასკოპიული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. ექიმი-ონკო-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მამაკაცებში შარდის ბუშტის კიბოს შარდსადენ მილში გავრცობისა და ურეთრექტომიის საკითხისათვის", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "თირკმელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა და პროგნოზირების აქტუალური საკითხები", დაიცვა 2006 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

