The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კობა პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი, პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1988-1989წწ. თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი; 1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა ბავშვთა ინფექტოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას. პედიატრ-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდარო დისერტაციის თემა - "კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა იმუნოლოგიური ასპექტებისა და მათი კორეგირების საკითხების შესწავლა ნაწლავთა მწვავე ინფექციების დროს".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი