The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიკა პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1988წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1988-1991წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1990-1999წწ. ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი, 1997 წლიდან ულტრასონოგრაფიის სპეციალისტია. არის 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ვირთაგვების ნათხემის ულტრასტრუქტურა მწვავე და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს", დაიცვა 1990 წელს.