The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანული პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1943  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1966-1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი; 1968-1977წწ.  ბიოქიმიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ცილოვან, ლიპიდურ ნახშირწყლოვან, მინერალურ, ფერმენტულ ცვლას უშვილო ქალებში, მამაკაცებში და სქესობრივი მომწიფების დარღვევების მქონე მოზარდებში.მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი პუბერტატულ-საყმაწვილო დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1975 წელს.