| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი ექიმები: სპირიდონ ვირსალაძე (მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში), გრიგოლ მუხაძე (პრაქტიკული და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში), ივანე თიკანაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პირველი გამგე, თვით ტერმინი "მეანობაც" მან შემოიღო). ამ ადამიანებს დიდი დამსახურება მიუძღვით თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. იმ ეპოქის პროფესორ-მასწავლებლები დიდი გულმოდგინებით ზრდიდნენ და წვრთნიდნენ სტუდენტებსა თუ ექიმებს, შესაბამისად, ბევრსაც ითხოვდნენ თავიანთი აღსაზრდელებისგან. სწორედ ამ მოთხოვნების სიმაღლეზე იდგა ნინო პეტრიაშვილიც, რომელიც უმაღლესი სასწავლების წარჩინებით დასრულების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (ასე ეწოდებოდა მაშინ რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს) მეოთხე თერაპიული განყოფილების ორდინატორი გახდა. 1937-1948 წლებში მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, მოგვიანებით – თსსი პედიატრიული და ჰიგიენური ფაკულტეტების საფაკულტეტო თერაპიის შინაგან სნეულებათა კათედრაზე ასისტენტად. 1955 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 1972 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე თსსი ჰოსპიტალური თერაპიის სუბორდინატორთა კათედრის დოცენტი და კლინიკის სამკურნალო ნაწილის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. ნინო პეტრიაშვილი 1981 წლის 18 იანვარს, 71 წლის ასაკში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

