The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაირა პირტახია-ცანავა

ზაირა პირტახია-ცანავა
ოფიციალური სახელი:ზაირა პირტახია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1938  (88 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წელს მუშაობდა ხობის რაიპოლიკლინიკის უბნის ექიმად; 1966 წლიდან აბაშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ექიმ-ნეონატოლოგად და ახალშობილთა განყოფილების გამგედ; სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიფაცია: მიკროპედიატრიაში (1972, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), ნეონატოლოგიაში (1981, თბილისის პერინატოლოგიისა და მეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი), ახალშობილთა ფიზიოლოგია და პათოლოგიაში (1982, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი), მიკროპედიატრიაში (1983, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); ნეონატოლოგიაში (1987, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი); მიღეული აქვს სერთიფიკატი ნეონატოლოგიაში (2001). მისი რამდენიმე ნაშრომი დაბეჭდილია სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში (1962, 1964), სტატიები რაიონულ გაზეთსა და რესპუბლიკურ გაზეთ "მედიცინაში". პირველი კატეგორიის ექიმი (1978), ნეონატოლოგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აბაშის რაიონის მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირები, თავმჯდომარე (1980-1990)
  • ქალთა რაიონური კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - შრომის ვეტერანი
  • 1982 - ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული
  • ღირსების ორდენი