The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნატა პიტავა

დაბადების თარიღი:23 მაისი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1975-1978წწ. მუშაობდა ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში; 1978-1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრაზე კლინიკურ ორდინატორად; 1982-1985წწ. ბავშვთა N5 საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების გამგედ; 1995-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრაზე უფროს ლაბორანტად; 1990 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იუვენილური რევმატოიდული ართრიტის კლინიკური დახასიათება და სისხლის ფორმიანი ელემენტების იმუნურ-სტრუქტურული მაჩვენებლები იმუნომოდელაციური თერაპიის ფონზე", დაიცვა 1992 წელს.