The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვალენტინ პრიანიშნიკოვი

დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:1911  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ვალენტინ პრიანიშნიკოვი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერთა პლეადის, პრიანიშნიკოვების დინასტიის შთამომავალი იყო, მუშაობდა ბათუმის საავადმყოფოს მთავარ ექიმად. მას ეკუთვნის შრომები: "კენჭოვანი დაავადების ენდემური გავრცელება", "მკვიდრ მოსახლეობაში ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება", "ყბების კრუნჩხვის დროს ოპერაციების თავისებურების შესახებ" და სხვ. სულ 10-ზე მეტი ნაშრომი. ბათუმის კლიმატზე გამართული კამათის დროს ვალენტინ პრიანიშნიკოვმა ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა - "ბათუმის როგორც კლიმატური სადგურის მნიშვნელობის საკითხისათვის", სადაც გააკეთა სამართლიანი დასკვნები იმის შესახებ რომ ნალექების დიდი რაოდენობა სულაც არ ამცირებს ბათუმის საკურორტო მნიშვნელობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ვალენტინ პრიანიშნიკოვის "მოგზაურობა ართვინში"; ეს ნაშრომი 1911 წელს გამოქვეყნდა სტატიების კრებულში, "რუსსკიე ტროპიკი". ეს არის დაკვირვებული მოგზაურისა და ორიენტალისტის ნააზრევი, რომელიც ნებისმიერი პუბლიცისტის ნაწერს არ ჩამორჩება. ტრაგიკულად დასრულდა ამ შემოქმედი ექიმის მოღვაწეობა. 1911 წელს გაძარცვის მიზნით მას სოფელ კაპრეშუმში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ ყაჩაღები და სასიკვდილოდ დაჭრეს, გარდაიცვალა საავადმყოფოში. მისი შვილი დიმიტრი, პროფესორი მუსიკის დარგში, რომელიც იმ დროს ოთხი წლისა იყო, 1974 წელს ბათუმში ჩავიდა და 63 წლის შემდეგ მიაგნო იმ ადგილს, სადაც მათი სახლი იდგა. მან მამის ცხოვრების ამსახველი არქივი ბათუმს გადასცა.