The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ჟორჟაძე

გიორგი ჟორჟაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1955
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 2006  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმის საქალაქო სასაფლაო
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1972-1974წწ. მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად; 1982-1984წწ. სტავროპოლის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე, კლინიკის ორდინატორად (სპეციალობა პედიატრია და ბავშვთა ინფექციები); 1984-1995წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ-პედიატრად; 1995-1997წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ინფექციების განყოფილების გამგედ; 1997-2004წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბავშვთა ბოქსის განყოფილების გამგედ; 2004-2006წწ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი; კვალიფიკაცია აიმაღლა საქართველოს სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე და მიენიჭა სერთიფიკატი (2006); იგი, სტუდენტობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. დაჯილდოებული იყო მრავალი საპატიო სიგელით. ბათუმის საავადმყოფოში მუშაობის დროს 2001 წელს შეიმუშავა "ვირუსული ჰეპატიტის (B,C) დისპანსერიზაციის პროგრამა", რისი დასრულებაც ვერ მოასწრო მოულოდნელი გარდაცვალების გამო; 2004 წელს დაჯილდოვდა საპიტიო სიგელით, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დისპანსერიზაციის კარგად ჩატარების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში გაწეული დიდი ღვაწლისთვის. ბავშვთა ექიმი-ინფექციონისტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექიმთა რეგიონული ასოციაცია, წევრი (2004-)