| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლია ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ.თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1973წწ. იყო გორის სამშობიარო სახლის მიკროპედიატრი; 1973–1975წწ. სამშობიარო სახლის ბავშვთა განყოფილების გამგე; 1975–1977წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1977–1987წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1993წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993 წლიდან კი წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ალერგიული დაავადებების ასპექტებს ბავშვებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბრონქული ასტმა ბავშვებში", 1997 წელს. 1996 წელს ქაიროს უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მოწვევით იმყოფებოდა ეგვიპტეში ექსპერტ–პედიატრად. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ალერგიული დაავადებების ასპექტებს ბავშვებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბრონქული ასთმა ბავშვებში"(1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირობინის ცვლა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ალერგიულ დაავადებათა კლინიკო–ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი ბავშვთა მოსახლეობაში", აპრობირებულ იქნა 1988 წლის 21 მაისს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

