The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ ჟღენტი

ზურაბ ჟღენტი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მილსი, ქედის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1976 წწ. იყო კარელის ა/რ კესტინგის საუბნო საავადმყოფოს პედიატრი, 1976-1977 წწ. მთავარი ექიმი, 1978-1979 წწ. ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ორდინატორი, 1980-1986 წწ. განყოფილების გამგე, 1986-2006 წწ. მთავარი ექიმი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია პედიატრია-ფთიზიატრიის დარგში (2006). ექიმი-პედიატრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის მუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი