| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ცირა ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1965 წელს იყო კურორტ "მეტალურგის" ექიმი-ორდინატორი; 1966-1968წწ. მუშაობდა ციტოლოგიის ლაბორატორიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. ამ წლებში შესრულებული კვლევითი ნაშრომებისათვის კარდიომიოციტების რაოდენობრივი ციტოქიმიის დარგში მიიღო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. დადგენილი აქვს ტაქსონომიური ცვალებადობა და პათოლოგიური პროცესის მოდელირებისათვის ოპტიმალური ობიექტის შერჩევა. ექსპერიმენტული პათოლოგიის მოდელებზე, ინტოქსიკაციისა და დაბერების პირობებში გამოავლინა ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მორფოლოგიური და მორფომერტიული თავისებურებანი და ცვლილებები. დადგენილი აქვს ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები: ალტერაციის, მეტაპლაზის, დისპლაზიის და ნეოპლაზიის. თბილისისა და მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრებში გაიარა ციტოლოგიური კლინიკური დიაგნოსტიკის კურსები, აწარმოებს პრაქტიკულ დიაგნოსტიკას ქირურგიის ინსტიტუტში. 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა ციტოლოგიური დიაგნოსტიკის ჯგუფს, რომელიც შედის პათომორფოლოგიის ლაბორატორიის შემადგენლობაში. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ციტოლოგიას, ჰისტოლოგიის ულტრასტრუქტურას. ეკუთვნის ერთი გამოგონება: "ცილის ბიოსინთეზის განსაზღვრის მეთოდი"(საავტორო მოწმობა №602861), ერთი მეთოდური რეკომენდაცია: "ცილის ბიოსინთეზის ინტენსიობის განსაზღვრის რაოდენობრივი ციტოქიმიური მეთოდი ცილის მასინთერიზებელი რიბოსომების პარამეტრებით"(თბილისი, 1979). ატარებდა ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს პათოლოგიური პათოლოგიური ანატომიის დარგში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და ზ. კახიანის აკადემიის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მორფოლოგიურ-ციტოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის და ზოგიერთი ექსპერიმენტული ცხოველის კარდიომიოციტების ნუკლეინური მჟავების რაოდენობრივი ციტოქიმიური დახასიათება", დაიცვა 1970 წელს.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

