The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მარინა რამაზაშვილი

მარინა რამაზაშვილი
Date of birth:27 March, 1960  (66 years)
Category:Ophthalmologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; მოსკოვის თვალის დაავადებათა ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა 1986 წელს, ასპირანტურა 1988 წელს.

1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში; 1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი; 1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ; 1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - "ოფთალმიჯი"; 2000 წლიდან კლინიკა "კარაპს მედლაინის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი (EASD), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე, IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხედველობის ნერვის პათოლოგიისა და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1991 წელს.

Contacts Information

  • Business
    IQ კლინიკა
    Address:თბილისი, ვაჟა ფშაველას 104
    Phone:(995 32) 293 71 37; (995 32) 293 70 37; 577 137 121