The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გულნარა რესულზადე-კვანჭახაძე

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2016  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1961წწ. იყო მოსკოვის ოლქის ქ. კაშიროს ექიმი-თერაპევტი; 1961-1972წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შრომის ჰიგიენისა და მიკროკლიმატის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენის, ფიზიოლოგიის და საწარმოო მიკროკლიმატურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თამბაქოსა და აბრეშუმის წარმოებაში მეთოდური რეკომენდაციები. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის საქართველოში (1919-1921), თბილისში აზერბაიჯანული თეატრისა და გაზეთის დამფუძნებელის მირზა დავუდ რასულზადეს შვილი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეჩაიეთა თერმორეგულაციის თავისებურებანი ჩაის მექანიზირებული და ხელით კრეფის დროს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • შრომის ფიზიოლოგიისა და მიკროკლიმატის სექცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1982 - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საპატიო ჯილდო
  • 1967 - შრომის ვეტერანი